A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ღა ღვ ღი ღმ ღო
ღია

ღია მმართველობის პარტნიორობა - „OGP“

აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მათ 2011 წელს 8 ქვეყნის ინიციატივად დააფუძნეს. ინიციატივა მთავრობებისა და სახელისუფლებლო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის წარმატება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში.

საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა.

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ღია მმართველობის პარტნიორობა - „OGP“
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9