A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აბა აბე აბზ აბი აბლ აბო აბრ აბს აბუ

აბეცედარიები

ლიტ.მცოდნ.
ლათ. becedarii

სამგლოვიარო სიმღერები (I) ჰიმნები, რომელთა სალექსო ტაეპები ან სტროფები ანბანის რიგზეა გაწყობილი, ტერმინი წარმომდგარია ლათინური ანბანის პირველი სამი ასოს — a, b, c — სახელწოდების მიხედვით. აბეცედარების ფორმის ლექსები ძალიან ენათესავება ჩვენებურ სტანთქებას, მაგალითად

:
ა ნ, ალვა ხარ ტანადობით, ბ ა ნ, ბულბულს მიგიგავს ენა,
გ ა ნ, გიბრწყინავს პირისახე, დ ო ნ ,დახატული ხარ შენა;
ე ნ, ელვარე ბადრი მთვარე, ვ ი ნ, ვარსკვლავს სურს შენი ბრწყენა,
ზ ე ნ, ზილფაკავო გიშრის თ მ ა ო, ჰე, ჰაერთ დაიწყე ფრენა,
თ ა ნ, თურანი, ინ, ერანით სიცხოვლით ღგიწვამს შენა!

(ბ ე ს ი კ ი)

ანბანთქება, როგორც ლექსის ფორმა, სხვადასხვა სახითაა წარმოდგენილი ქართულ პოეზიაში (იხ. ა ნ ბ ა ნ თ ქ ე ბ ა. ხშირად იგი -აკროსტიქული ხასიათისაა (იხ. ა კ რ ო ს ტ ი ქ ი). | აბეცედარიები, როგორც ლექსის ფორმა, ძველ ებრაულ ლიტერატურაში იყო გამოყენებული. მაგალითად, იერემიას სამგლოვიარო სიმღერები. ყველაზე ცნობილი ნიმუშია ავგუსტინიანეს ფსალმუნები.

ფიქრობენ, ლექსის ანბანის რიგზე გაწყობა დაზეპირებისა და დამახსოვრების გასაადვილებლად იყო ნავარაუდევი.

იხ. აგრეთვე: აკროსტიქი
წყარო: ჭილაია, ანდრო. ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ცნებები. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. - 540გვ. ; 22სმ.. - 3მ.20კ. ყდ., 5000ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9