A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აკა აკვ აკლ აკო აკრ აკტ აკუ

აკროსტიქი

ბერძნ. akrostichon - კიდური სტრიქონი

ისეთი ლექსი, რომლის ტაეპთა პირველი ან ბოლო სიტყვების პირველი ან ბოლო ასოებისაგან შედგება სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ამ ლექსის ან ავტორს, ან საგანს. განსაკუთრებით მიღებული იყო ბერძნულ-ბიზანტიურ და ქართულ პოეზიაში.

აკროსტიქი მარტო პოეტის გონებამახვილობის ნაყოფი კი არ იყო, არამედ ნაწარმოების ავტორის ვინაობის დამდგენელი, ნაწარმოების დანიშნულების გამომხატველი. აკროსტიქს იყენებდნენ აგრეთვე საგალობელთა რიცხვის აღსანიშნავად. ამ შემთხვევაში აკროსტიქები იძლეოდნენ ანბანის რიგს. მაგალითები:

ფილიპე

ქებაჲ ბეთლემისაჲ, ქალწულისაჲ და ძისაჲ (თავნი იტყვიან „ფილიპე ბეთლემი“)


ფ ესვთა მათგან ოქროვანთა შემკული ხარ შენ, ქალწულო,
ი აკინთე ძოწეული სამოსლად გაქვს, ღმთისმშობლო,
ლ ამპრითა მით ბრწყინვალითა მიგეგებვით, დედოფალო,
ი თხოვე შენ მოტევებაჲ ბრალთა ჩვენთაჲ, დიდებულო!
პ ატიოსან და წმიდა არს სახლი შენი, სანატრელო,
ე კლესიაჲ ბეთლემისაჲ ცათა მსგავს არს, უბიწოო,
ბ უნებათა შემოქმედი ვიცანთ შენგან, ჰოი, ბეთლემო,
ე მსგავსე შენ სამყაროთა ზეცისათა, ჰოი, წმიდაო,
თ აყვანის ვსცემთ ქვაბსა მაგას დიდებულსა, ჰოი, უხრწნელო.
ლ ოცვაჲ ჩვენი შეიწირე, ბაგასა მას მწოლარეო,
ე ც მოსავთა შენთა პოვნაჲ წყალობისაჲ, სახიერო,
მ ადლი შენი მფარველ მეყავნ მე, უღირსსა, მოწყალეო,
ი თხოვე დღეს თხოვაჲ ჩემი ცოდვილისაჲ, მწყალობელო!

ორმხრივი აკროსტიქი


ა ისხლი მარტვილთა ეზიარა სისხლს საღმრთო ს
უ ცხო რა იქმნეს,ხორცთაგან მტკიცენი ღვთი ვ
ქ ვეყანა განწმდა, იქმნა ჰაერი წმინდა ა
დ იდეს ზენას,გვირგვინით მიმღებელნი აქ
ა ღცილდეს ცაათა, ხრწნადნი სცვალნეს უკვდა ებ

აკროსტიქით წერდნენ XVII— XVIII საუკუნეებშიც დ. გურამიშვილი, ბესიკი და განსაკუთრებით არჩილი.


დ ამბადებელის მამისა საყვარელო ძეო,
ა ღმიპყარ ხელი, რასაცა ვითხოვ, მიბოძეო!
ვ არ ვით ცხოვარი წყმენდილი, აწ მომიძიეო,
ი ესო, წყემსო კეთილო, კაცთა მეცხორეო!

თ იკნად ნუ გამხდი, მარჯვნით კრავში გამრიეო;

ახალ ქართულ პოეზიაში აკროსტიქი იშვიათად იხმარება

იხ. აგრეთვე: აბეცედარიები
წყარო: ჭილაია, ანდრო. ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ცნებები. - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. - 540გვ. ; 22სმ.. - 3მ.20კ. ყდ., 5000ც.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9