ისეთი ტერმინია, რომლის შინაარსით საგანგებოდ მითითებულია საზღვაო ბრძოლების ერთ-ერთ ხერხზე. ეს ცნება ძველთაგანვე შემოვიდა მხატვრულ ლიტერატურაში და მანიშნებელია საზღვაო შერკინების მხატვრული ჩვენების ხასიათისა.
საზღვაო ბრძოლის სურათები ხშირად გვხვდება ეპოპეაში და გა|jოყენებულია ბატალური სცენების დასახატავად. ამ მხრივ დიდი ინტერესის შემცველია „ვეფხისტყაოსანი“. აი აბორდაჟის მთლიანი სურათის მაჩვენებელი სტროფები:
ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;
ნავისა თავსა გულითა წადგა შიშშეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.
კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;
ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავდაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი; არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.
მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;
ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.
მხატვრულ ლიტერატურაში ძველთაგანვე შესული ეს ცნება პოპულარული ხდება მწერლობისვე მეშვეობით.