A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაჭ

კანდიდი ანუ ოპტიმიზმი

ფილოსოფიური მოთხრობა „კანდიდი ანუ ოპტიმიზმი“, ვოლტერმა ადრეულ წლებში დაწერა და მსოფლიოში გაუთქვა სახელი. იგი ანონიმურად გამოიცა და მაშინვე აიკრძალა. ჟენევის ერთ-ერთ მოედანზე წიგნი საჯაროდ დაწვეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ მისი განადგურება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სხვადასხვა ქვეყნის 13-მა გამომცემლობამ გამოსცა. ამ წიგნში ავტორი დასცინის იმ დროის პოპულარულ გერმანელ ფილოსოფოსს – ლაიბნიცსა და მის გავრცელებულ თეორიას, თითქოს ღმერთმა შექმნა სამყარო სრულყოფილი და საუკეთესო. ეს იდეა ვოლტერმა გაატარა თავისი ნაწარმოებების გმირის, ფილოსოფოს პანგლოსის მეშვეობით, რომელიც ც დილობს, დაარწმუნოს ახალგაზრდა მეცნიერი კანდიდი იმაში, რომ მსოფლიოში ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდის. კანდიდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, ხვდება მკვლელებს, მოძალადეებს, ქურდებს, იგი ომშიც მონაწილეობს და აღწერს მის საშინელებებს. მას კვალდაკვალ დაჰყვება შეყვარებული კუნიკელი, რომელსაც თავს ატყდება მრავალი საშინელება – ნამუსახდილი, ტყვედგაყიდული, როგორც სამხედრო ნადავლი, ხელიდან ხელში გადადის; ხან ხასად ჰყავს ლისაბონელ ინკვიზიტორს, ხან მდიდარ ებრაელს, ხან თურქეთის ფაშას, ბოლოს კი, დაბერებული და გამოსულელებული კანდიდის ცოლი ხდება. ავტორის მთავარი აზრი კონცენტრირებულია ნაწარმოების ბოლოს – ორ განთქმულ დიალოგში, რომელიც მიმდინარეობს კანდიდსა და პანგლოსს შორის. ამ უკანასკნელმა უამრავი ტანჯვა-წვალება გამოიარა, დაკარგა ცხვირი, ყური და თვალი.

აი, ეს დიალოგიც: „კარგი, ჩემო ძვირფასო პანგლოს, – უთხრა მას კანდიდმა, თქვენ, ვისაც გახრჩობდნენ, გჭრიდნენ, გცემდნენ უმოწყალოდ, თქვენ, რომელსაც ბორკილებით მიჯაჭვულს გამუშავებდნენ გემზე, აგრძელებთ ფიქრს იმაზე, რომ ყოველივე მსოფლიოში უკეთესობისაკენ მიდის?

მე ყოველთვის ვრჩებოდი ჩემს აზრზე, – უპასუხებს პანგლოსი – იმიტომ, რომ მე ფილოსოფოსი ვარ, მე არ შემშვენის ჩემი აზრის უარყოფა და შეცვლა“.

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9