A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აპა აპე აპლ აპო აპს

აპოკალიფსი

ბერძნ. გამოცხადება

„ახალი აღთქმის“ ერთ-ერთი წიგნის ბოლო ნაწილი, რომლის შინაარსი შეიცავს (მისტიკურ წინასწარმეტყველებას „ქვეყნის დასასრულზე“. ამიტომაც აპოკალიფსი მწერლობაში თუ მხატვრობაში წარმოდგენილია, როგორც მომავალი უბედურების გამომხატველი სურათები. ასე მაგალითად:

„მაღალ, დაბნელებულ თაღებს ქვეშ საოცარ მისტიურ გარინდებას დაუსადგურებია. აპოკალიფსურ მოტივებრე მოხატულ, ვიწრო მაღალ ფანჯრებიდან იისფერი შუქი იფრქვევა. მარჯვნით ვარსკვლავი შვიღი და შვიდი სასანთლენი ოქროსი, ნაირ-ნაირი აპოკალიფსური ცხოველი: ლომის მსგავსი, კუროს მსგავსი, არწივის მსგავსი, მეოთხესაც პირი კაცისა, თითოეულს წინ და უკან ორ-ორი თვალი და ფრთა ექვს-ექვსი. მთავარ ანგელოზი გაბრიელი შვიდთავიან ვეშაპსა ჰკლავს... კაპარჭიანი, შუბიანი, მშვილდ-ისრიანი აპოკალიფსური მხედრები, პატომსის ჭალისაკენ მიაგელვებენ რაშებს, წინ მიუძღვებმწვანე ცხენზე მჯდარი მხედარი, ორლესეული მახვი''ით ხელში“

(კ. გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა, ტ. 5, გვ. 645, „დიონიეს ღიმილი“).

როგორც ვხედავთ, სურათი მართლაც მისტიკურია, უჩვეულო, აპოკალიფსური. ცნება აპოკალიფსი მწერლობაში. მხატვრობაში იხმარევა მისტიკური შინაარსის გამოსახატავად, საშინელისა და ჯოჯოხეთურის გადმოცემის სიმბოლურ მინიშნებად.

წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9