A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აია აიე აივ აიკ აიმ აინ აირ

აივენჰო

უოლტერ სკოტს რომანით „აივენჰო“ XII საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისში ადავყავართ. იგი მოგვითხრობს, რა ვითარება იყო ქვეყანაში ინგლისის მეფის - რიჩარდ ლომგულის ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობის დროს. ამ პერიოდში სახელმწიფოს მართავს რიჩარდის ძმა, უმიწაწყლოდ წოდებული ჯონი, რომელიც დამპყრობელი ნორმანი ფეოდალების დახმარებით, ხელში ჩაიგდებს ქვეყნის მართვა-გამგეობის სადავეებს და თავისი უსამართლობით, ორგულობით, ანგლოსაქს ფეოდალებსა და ინგლისელ ხალხს თავის საწინააღმდეგოდ განაწყობს. რომანი სავსეა განცდებით, სასიყვარულო თავგადასავლებით.

რომანის მთავარი გმირია კეთილშობილი ახალგაზრდა რაინდი აივენჰო, აღწერილია მისი სასიყვარულო ურთიერთობა უმშვენიერესი, მაგრამ მდაბიო წარმომავლობის ქალის - რებეკასადმი. რომანში ადამიანთა პირადი ცხოვრება დაკავშირებულია დიდ ისტორიულ ქარტეხილებთან, მათი პირადი ცხოვრება ოსტატის ფუნჯით შექმნილ მხატვრულ ტილოზეა გადატანილი. ადამიანების ყოფა, ზნე-ჩვეულებანი, ადათ-წესები, მეტყველება რეალისტური საღებავებით, კონკრეტულ-ისტორიულ ასპექტშია გადაწყვეტილი, აღწერილია გაბატონებულ და დამონებულ ფენებს შორის შინაგანი წინააღმდეგობა, დამპყრობ ნორმანებს, მოღალატე ბარონებსა და ადგილობრივ მკვიდრ საქსონელ ფეოდალებს შორის, რაც ინგლისელებსა და შოტლანდიელებს ერთმანეთისგან თიშავდა.

მწერლის მხატვრულმა ოსტატობამ მომდევნო თაობებს ცოცხლად შემოუნახა ისტორიული სახეები, გმირები, სული შთაბერა და უკვდავება მიანიჭა, რითაც ისტორიული სინამდვილის რეალური სურათები შექმნა და ამ ჟანრის მწწრლობის მამამთავრის სახელი დაიმკვიდრა.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9