A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჩა ჩე ჩი ჩო ჩუ
ჩაი ჩაკ ჩარ ჩაშ

ჩაილდ ჰაროლდი

ბაირონს უდიდესი აღიარება მოუტანა პოემა „ჩაილდ ჰაროლდის“ გამოქვეყნებამ. ნაწარმოების გმირი - ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე ჩამოყალიბდა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემა გამსჭვალულია არსებული სოციალური წყობილების წინააღმდეგ პროტესტის გრძნობით. მას, ფრანგი განმანათლებლის იდეური მრწამსის ზეგავლენით, ცხოვრებაში არსებული სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზად მიაჩნია უმეცრება და გაუნათლებლობა. ბაირონი, მისთვის დამახასიათებელი მელანქოლიური განწყობილებით, ე. წ. „მსოფლიო სევდის“ გამომხატველ პოეტად არის აღიარებული. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბაირონის გავლენით ჩამოყალიბდა ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც „ბაირონიზმი“ ეწოდა. საქართველოში პოეტური განწყობილებითა და პირად ცხოვრებაში მომხდარი მსგავსებით, ბაირონს ენათესავება დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი.
წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9