A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ოა ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჩ ოჯ
ონო

ონორე დე ბალზაკი 1799-1850 წწ.)

ონორე დე ბალზაკი დაიბადა 1799 წლის 20 მაისს ქალაქ ტურში. მისი მამა, ბერნარდ ფრანსუა ბალსა გლეხი იყო, მაგრამ მოახერხა გვარი ბალსა შეეცვალა უფრო კეთილშობილი გვარით - ბალზაკით. 51 წლის ასაკში მან ცოლად შეირთო 18 წლის ულამაზესი ლორე სალამბე, რომელიც მდიდარი ოჯახიდან იყო. მამას სურდა შვილისათვის იურიდიული განათლება მიეცა. 1814 წელს ოჯახი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და ბალზაკმა სამართლის სკოლაში ჩააბარა გამოცდები.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბალზაკმა უარი თქვა იურისტის კარიერაზე და გადაწყვიტა მწერლობით ერჩინა თავი. ათი წლის განმავლობაში ონორე ცდილობდა ისეთი ნაწარმოებები შეექმნა, რომლებიც მას დიდებასა და სიმდიდრეს მოუტანდა, მაგრამ პირველმა ლიტერატურულმა ცდებმა ვერც დიდება და ვერც სიმდიდრე ვერ მოუტანა. მხოლოდ 1829 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „შუანი“ საზოგადოება მასზე, როგორც მწერალზე, აალაპარაკა, მაგრამ საყოველთაო დიდება ონორე ბალზაკს მოუტანა რომანმა „შაგრენის ტყავი“. შემდგომში ბალზაკმა სწრაფად შექმნა ისეთი შესანიშნავი ნაწარმოებები, როგორიც არის: „გობსეკი“ (1830 წ.), „პოლკოვნიკი შაბერი“ (1832 წ.), „მამა გორიო“ (1834 წ.), „საქმე მზრუნველობის შესახებ“ (1836 წ.), „სიძველეთა მუზეუმი“ (1837 წ.), „ნუსინგენის ბანკირის სახლი“ (1837 წ.), „შავი საქმე“ (1814 წ.), „დაკარგული ილუზიები“ (1835-1843 წწ.), „კუზიანი ბეტა“ (1846 წ.), „კურტიზანი ქალების სიღარიბე და ბრწყინვალება“ (1838-1847 წწ.) და სხვა. 1841 წელს ბალზაკმა თავისი ნაწარმოებები გააერთიანა ერთ დასახელებად, რომელსაც „ადამიანური კომედია“ უწოდა. ავტორის თქმით, მან თავი მოუყარა ამ ნაწარმოებში კონკრეტული ეპოქის სამი ათას კაცს.

„ადამიანურ კომედიას“, ბალზაკისეული ჩანაფიქრით, რთული სტრუქტურა აქვს. იგი იყოფა სამ ნაწილად: „ეტიუდები ზნე-ჩვეულებებზე“, „ფილოსოფიური ეტიუდები“, „ანალიტიკური ეტიუდები“. ყველაზე დიდებული ნაწარმოებები გაერთიანებულია პირველში. აქ შედის ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორებიცაა: „გობესკი“, „მამა გორიო“, „ეჟენი გრანდე“, „დაკარგული ილუზიები“, „კურტიზანი ქალების სიღარიბე და ბრწყინვალება“. თავის მხრივ, „ეტიუდები ზნეობაზე“ იყოფა „სცენებად“: „კერძო ცხოვრების სცენები“, „სცენები პროვინციული ცხოვრებიდან,“ „სცენები პარიზული ცხოვრებიდან“, „სამხედრო ცხოვრების სცენები“, „სცენები სოფლის ცხოვრებიდან“.

ბალზაკმა მოასწრო დაეწერა მხოლოდ „ქორწილის ფიზიოლოგია“. მას უნდოდა შეექმნა ნაპოლეონის ეპოქის პანორამა. მწერალმა თავის ნაწარმოებებში შექმნა განუმეორებელი პერსონაჟები, ისეთები, როგორიც იყო, მაგალითად, გობესკი. გობესკი კაპიტალისტურიგენიაა - იგი სიხარბისა და მომხვეჭელობის სიმბოლოდ იქცა. მას აქვს კაპიტალის გაზრდის შესანიშნავი უნარი. ამავე დროს, ის არაფრად აგდებს ადამიანების ბედს, უმოწყალოდ ანადგურებს მათ. ამავე დროს, ის არაფრად აგდებს ადამიანების ბედს, უმოწყალოდ ანადგურებს მათ.ყველას გასაკვირად, ეს გამოფიტული მოხუცი განსახიერებაა სიმდიდრისა და ძალაუფლებისა, რომელიც გაბატონებულია საზოგადოებაში. სხვანაირადწარმოუდგენელი ხდება კაპიტალისტური საზოგადოების არსებობა. რომანის გმირს - გობსეკს იმდენად არ ანიჭებს სიამოვნებას გამდიდრების პროცესი, რამდენადაც ტრაგიკული და სულიერად განადგურებული ადამიანების სავალალო ყოფა. მან არ იცის ქალის სიყვარული, მას არ ჰყავს ცოლი და შვილები. მას ვერც კი წარმოუდგენია, რას ნიშნავს, აჩუქო ადამიანს სიხარული. მის სიახლოვეს ადამიანები უბედურები არიან, რაც მას ძალზე ახარებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზე მდიდარია, ამავე დროს, ძალზე ძუნწია და მზად არის კაპიკისათვის ყელი გამოღადროს ადამიანს. მისი სიკვდილის შემდეგ მის ორსართულიან სახლში აღმოჩნდება გაფუჭებული პროდუქტი, რომელსაც იგი იღებდა ქრთამის სახით და ინახავდა ჩაკეტილ ოთახში მატლებისათვის. ბალზაკი განუმეორებული იყო, როგორც მხატვრული პერსონაჟების შესანიშნავი შემქმნელი, რის მაგალითად თვით გობსეკის დახასიათება შეიძლება გამოვიყენოთ.

„თმები ჩემს მევახშეს ჰქონდა მთლად სწორი, ყოველთვის გულისყურით დავარცხნილი, რომელშიც საკმაო ჭაღარა იყო გარეული, იგი რუხ-ფერფლისფერში გადაიოდა. სახის ნაკვთები უძრავი და უსიცოცხლო ჰქონდა, როგორც ტალეირანს. ის ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული გეგონებოდათ“. ეს ერთ-ერთი სურათია იმ ათასებთან ერთად, რომელსაც იგი ხატავდა თავის ნაწარმოებებში. ბალზაკის რომანებში ასახული იყო სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები თავიანთი სიმდიდრით, სიღარიბით, აქ იყვნენფინანსისტები, პოლიციელები, იუველირები, სხვადასხვა ჯურის ნაძირალები, ალბატონები, მარკიზები, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, მხატვრები, კარდინალები. მწერლის გენიალური კალმის საშუალებით, მათი სახეები სამუდამოდ ისადგურებენ მკითხველთა მეხსიერებაში. ბალზაკი, წერის დროს, ძალზე ბევრ ყავას სვამდა. მან მთელი სიცოცხლის მანძილზე დალია 50 ათასი ჭიქა ყავა და მუშაობდა დღე და ღამე, ეს მის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებდა. მწერალი 1850 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. ბალზაკმა თავისი 51 წლის ასაკში დაწერა 95 რომანი. მაგრამ მას ჰქონდა განზრახული დაეწერა 143 რომანი. ონორე და ბალზაკი იყო XIX საუკუნის დასავლეთის ლიტერატურის ყველაზე მასშტაბური და მიუწვდომელი ფიგურა. მან დაიპყრო მსოფლიო თავისი შესანიშნავი ნაწარმოებებით, მწერალს სამუშაო მაგიდაზე ჰქონდა ქაღალდი წარწერით: „რაც მან ვერ შეძლო დამბაჩით, მე გავაკეთებ კალმით“. და მან ეს შეძლო.

წყარო: წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9