A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაჭ

კაპიტალიზმი

გერმ.
ეფუძნება საბაზრო ეკონომიკას, კერძო საკუთრებას, დემოკრატიულ მმართველობას, ძალაუფლებათა დანაწილებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების პრიმატს. კაპიტალიზმი, ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან ახალგაზრდაა - მისი ჩამოყალიბება სამრეწველო რევოლუციას ემთხვევა და დაახლოებით ორ-ნახევარ საუკუნეს ითვლის. იმ სახით, რომლითაც მას დღეს ვიცნობთ, მან დაიწყო ტრანსფორმაცია აშშ-ში „დიდი დეპრესიის“ შედეგების დაძლევის პროცესში 1930-იან წლებში და მეტნაკლებად დასრულებული სახე (განვითარების დღევანდელი ეტაპისათვის) უკვე გასული საუკუნის ბოლოსათვის მიიღო. მიუხედავად თავისი წამყვანი პოზიციისა, მსოფლიოში კაპიტალიზმი ძირითადად მაინც დასავლურ-ევროპულ რეგიონულ პროექტად გვევლინება, რომელშიც საბოლოოდ ჩართულია დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმცირესობა
წყარო: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9