A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მიგ მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიუ

მისია

  1. ძალზე ფართო მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს ვინმეს (პიროვნების, ხალხის) მოწოდებას, გარკვეულ ვალდებულებას, რომლის აღსასრულებლადაც ეს სუბიექტია მოვლენილი ამქვეყნად. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს რომელიმე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელსაც სათავეში უდგას სპეციალური რწმუნებული ან დესპანი. ტერმინი ასევე შეიძლება შეგვხვდეს რამდენიმე სხვა მნიშვნელობით. ერთი, როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ მეორე ქვეყანაში სპეციალური (სამხედრო, ეკონომიკური) დავალებით წარგზავნილ ადამიანთა ჯგუფის აღმნიშვნელი. მეორე, როგორც საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დელეგაცია. დაბოლოს, ტერმინი გამოიყენება იმ რელიგიური ორგანიზაციის აღსანიშნავადაც, რომელიც მივლენილია რომელიმე ქვეყანაში საკუთარი კონფესიის ინტერესების შესაბამისად.
    წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. ინგლ. mission
    გერმ. mission
    ფრანგ. mission
    ლათ. mittere-გაგზავნა
    1. საპასუხისმგებლო ამოცანა, როლი, დავალება;
    2. მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც დესპანი მეთაურობს;
    3. სპეციალური დანიშნულების დიპლომატიური დელეგაცია.
    იხ. აგრეთვე: დელეგაცია, დესპანი
    წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9