A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დია დიდ დივ დით დილ დიმ დინ დიო დიპ დირ დის დიფ დიქ

დიპლომატიური რანგი

  1. დიპლომატის პირადი რანგი, რომელსაც მას დიპლომატიური სამსახურის გავლისას, მოცემულ სახელმწიფოში არსებული კანონებისა და წესების შესაბამისად აკუთვნებენ. ეს რანგი შეუნარჩუნდება იმისდა მიუხედავად, თუ რა თანამდებობა უკავია მას, და ასევე, სამსახურიდან გადადგომის შემთხვევაშიც. რანგი და დიპლომატის თანამდებობრივი მდგომარეობა შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს (მაგ., განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი - ეს არის რანგიც და თანამდებობაც), მაგრამ შეიძლება არ ემთხვეოდეს კიდეც.
    იხ. აგრეთვე: ელჩი, დესპანი
    წყარო: ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999,
  2. დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული საკლასო ჩინი.
    იხ. აგრეთვე: ელჩი
    წყარო: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9