სახელწოდება „ადიქცია“ მოდის ინგლისური სიტყვიდან “Addict”, რომელიც ნიშნავს დამღუპველი ჩვევისადმი დამოკიდებულებას. ადიქციით შეპყრობილი ადამიანის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისებაა უსაფუძვლო თავდაჯერებულობა, რომ ადიქციის ობიექტი - მიუხედავად მისი მხრიდან გულგრილობისა, უხეშობისა და კიდევ უფრო უარესი ქმედებებისა, შეყვარებულია მასზე და თითქოსდა ამას ვერ გამოხატავს სიმორცხვის, ან სხვადასხვა სახის პირადი ან ზოგადი პრობლემების გამო. ადიქცია - შფოთი, ტკივილი და არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიოლოგიური სატანჯველია, რომლის შემდგომაც ძალიან ხშირად საჭირო ხდება სამედიცინო დახმარება, რაც გამოწვეულია ნერვული დაძაბულობისა და დეპრესიის ფონზე ჩამოყალიბებული ფსიქოსომატიური დაავადებებით, რომლებიც თავს იჩენენ ხოლმე ადამიანის ორგანიზმის მთელ რიგ ორგანოებზე.