სიტყვა ‘მიმეზისი’ ძველ ბერძნულად ნიშნავს ‘იმის კეთებას, რაც სხვას გაუკეთებია’ და ერთდროულად მოიცავს როგორც ადამიანთა ქმედებების ისე ადამიანთა მეტყველების მიბაძვას (ბაუერი 2005, 17). პლატონი ამ ცნებაში გულისხმობს სწორედ მოქმედ პირთა მეტყველების, ხმების გადმოცემას და უპირისპირებს მას დიეგეზისს, ანუ ავტორისეულ თხრობას, მთხრობლის კომენტარსა და მის მიერ მოქმედების გადმოცემას. პლატონის აზრით, დრამაში გვხვდება მიმეზისი, ხოლო ეპოსში ერთდროულად მიმეზისიც და დიეგეზისიც.