A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

თა თბ თე თვ თი თრ თუ
თეა თეზ თეთ თეი თემ თეო თერ თეს თეტ

თეოდიცეა

ბერძნ. theós „ღმერთი“ + díke „სამართალი“
„ღმერთის სამართალი“. გ. ვ. ლაიბნიცის მიერ ჩამოყალიბებული თეოდიცეის ცნება აღნიშნავს სიკეთითა და ყოვლისშემძლეობით აღჭურვილი ღმრთის გამართლებას ტანჯვისა და ბოროტების ადამიანური გამოცდილების წინაშე. ბუნებასა და საზოგადოებაში არსებული ტანჯვისა და უბედურების გამოცდილებასთან ღმრთის სიკეთისა და ყოვლისშემძლეობის მისადაგების საკითხი უკავშირდება ტანჯვის განსაკუთრებულ ინტერპრეტაციას ისტორიულ პირობათა გათვალისწინებით, რის გამოც ტანჯვის გამოცდილება ასპარეზს უთმობს თეოლოგიურ პრობლემას.
წყარო: თეოდიცეა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9