elementum - "პირველადი ნივთიერება"; "დაწყება", "წარმოშობა"
1. მთელის შემადგენელი ნაწილი; რაიმე ნაგებობის, მოწყობილობის, მექანიზმის დეტალი.
2. ქიმ. მარტივი ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით არ იშლება შემადგენელ ნაწილებად და წარმოადგენს სხვა რთულ ნივთიერებათა შემადგენელ ნაწილს.
3. ქიმიური ენერგიის ხარჯზე მცირეძალიანი ელექტრული დენის მისაღები ხელსაწყო. მაგ., გალვანური ელემენტი. მშრალი ელემენტი.
4. ძველ ბერძნულ მატერიალისტურ ფილოსოფიაში: ბუნების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა); სტიქია.
5. რაიმე საზოგადოებრივი წრის წარმომადგენელი. მაგ., პროგრესული ელემენტი.
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]