A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

შა შე ში შო შტ შუ
შია შიზ შიი შინ შიშ

შიზოფრენია

შიზოფრენია - (schizophrenia), აშლილობა, რომელიც ზოგადად ხასიათდება აზროვნების და აღქმის პროცესების ფუნდამენტური და დამახასიათებელი დარღვევებით, არაადეკვატური და შესუსტებული აფექტით. ნათელი ცნობიერება და ინტელექტუალური შესაძლებლობები, ჩვეულებრივ, შენარჩუნებულია, მაგრამ, დროთა განმავლობაში, შესაძლოა განვითარდეს გარკვეული კოგნიტიური დეფიციტი. დარღვევები ეხება ფსიქიკის ბაზისურ ფუნქციებს, რომლებიც ადამიანს ანიჭებს ინდივიდუალურობის, უნიკალურობისა და მიზანმიმართულების განცდებს.

შიზოფრენიის დროს ხშირია განცდა, რომ ადამიანის დაფარული აზრები, გრძნობები და მოქმედებები სხვებისთვის ცნობილია, ანდა სხვები ცდილობენ ამ პროცესებზე გავლენის მოხდენას. ეს ხშირად ხელს უწყობს უცნაური ბოდვითი იდეების ფორმირებას, რომლებიც ინდივიდის აზრებსა და ქმედებებზე ზეგავლენას ბუნებრივი ან ზებუნებრივი ძალების ჩარევით ხსნიან. მაგრამ შიზოფრენიის წმინდა პათოგნომური სიმპტომები გამოყოფილი არ არის, ძალზე მნიშვნელოვან ფსიქოპათოლოგიურ ფენომენებს კი მიეკუთვნება:

აზრების ექო;
აზრების ჩადება ან წართმევა,
აზრების გახსნილობა ან გადაცემა,
ბოდვითი აღქმა,
ბოდვითი ზემოქმედება, ზეგავლენა ან პასიურობა,
ჰალუცინაციური ხმები, რომლებიც პაციენტზე მე-3 პირში საუბრობენ, განსჯიან ან კომენტარს უკეთებენ,
აზროვნების მდგრადობის დარღვევა,
კატატონია და, აგრეთვე,
ნეგატიური სიმპტომები.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9