ლათ. contaminatio - "შერევა" 1. ორი ან რამდენიმე ამბის ერთმანეთში არევა თხრობის დროს.
2. ლინგვ. ახალი გამოთქმის, სიტყვის ან ფორმის გაჩენა ორი ერთმანეთთან ახლო მდგომი გამოთქმის, სიტყვის ან ფორმის შერწყმით; თვით ფორმა, ამ გზით გაჩენილი. მაგ., "გააწყალა საქმე" ("გააწყალა გული"-სა და "გააჭირა საქმე"- ს ერთმანეთში აღრევით).
3. რადიობიოლოგიაში: გარკვეულ უბანში სიცოცხლისათვის საშიში რაოდენობა რადიოაქტიური ნივთიერებისა.
წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.