ინდივიდის მზაობა გარკვეული მოქმედებისთვის. არსებობს განწყობის განსხვავებული ცნებები: მოტორული განწყობა – გულისხმობს ადამიანის მოტორული სისტემების მზაოჯბას მოქმედებებისათვის; ფსიქიკური განწყობა – ცნობიერების მზაობას ამა თუ იმ ფსიქიკური პროცესისათვის; სოციალური განწყობა ადამიანების გარკვეულ დამოკიდებულებას სოციალურ ღირებულებათა მიმართ, რის გამოც განსხვავებულია მათი სოციალური აქტივობაც. განწყობა განპირობებლია პიროვნების გამოცდილებით და მის ქცევას აძლევს სათანადო მიმართულებას. დ. უზნაძის განწყობის ცნებაში იგულისხმება ინდივიდის „აწყობა“ ყოველგვარი აქტიურის განსახორციელებლად
წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.