A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ასე ასი ასკ ასო ასპ ასტ

ასკეზა

ბერძნ. áskesis „ფიზიკური ვარჯიში“, შემდეგ გვიანლათ. დამკვიდრდა ფორმა ascesis
იტალ. Ascesi

თავდაპირველად სიტყვა აღნიშნავდა ნებისმიერ ვარჯიშს, – ფიზიკურს, ინტელექტუალურსა თუ ზნეობრივს, — შესრულებულს გარკვეული მეთოდით წინსვლის მისაღწევად. ქრისტიანობაში შეიძინა თითქმის ტექნიკური მნიშვნელობა და აღნიშნავს ძალისხმევათა ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ადამიანს სურს წინსვლა ზნეობრივსა და რელიგიურ ცხოვრებაში, რათა მიაღწიოს მთის ქადაგებაში (მათ. 5:1, შმდ.) ჩამოყალიბებულ ქრისტიანული სრულყოფილების იდეალს. ქრისტიანული ასკეტიზმი, რომელიც განდგომასა და საკუთარი თავის უარყოფას გულისხმობს, სულიერ ცხოვრებაში ღმრთის ქმედების უზენაესობას ექვემდებარება.

წყარო: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9