(Condrad K., 1958).
ახასიათებს ბოდვის წარმოქმნის დინამიკას მწვავე შიზოფრენიის დროს: საწყისი სტადია – ტრემა – შეესაბამება ბოდვითი ხასიათის სურათს; მისი ძირითადი ნიშნებია – შფოთვა, დაბნეულობა. მის შემდეგ დგება აპოფენიის სტადია. ბოდვითი აპოფენია შეესაბამება ცნებას „ბოდვითი წარმოდგენა“ და „ბოდვითი აღქმა“, ხდება „შეცვლილი“ გარემოს შეცნობა. დამახასიათებელია ავადმყოფის ეგოცენტრული პოზიცია. გარემოს უჩვეულობის განცდა (ანასტროფია) ვლინდება იმით, თითქოს ავადმყოფის ირგვლივ მომხდარი მის პიროვნებასთან კავშირშია (შდრ.: მიკუთვნების ფენომენი). აპოფენია იცვლება ან აპოკალიფსური სტადიით, ან „კონსოლიდაციით“, ან „რეზიდუალური დეფექტით“. აპოკალიფსური სტადია ვლინდება გარემოს ერთიანი აღქმის დარღვევით; ავადმყოფის ირგვლივ ყველაფერი იღებს რაღაც განსაკუთრებულ შინაარსს, დაკავშირებულია განსაკუთრებილ აზრთან. აპოფენიის ტიპის ბოდვითი სინდრომები, კონრადის (Conrad K., 1959) მიხედვით, აღინიშნება სიმპრომური ფსიქოზების დროსაც, რომელთა ჩარჩოშიც ისინი რთულდება ილუზიებით და ჰალუცინაციებით და შემდგომ გადაიზრდება ცნობიერების შეცვლის საინდრომებში