| | |
ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ერთბუნებიანობას. მიმართულებაა ქრისტიანობაში, რომელიც აღიარებს ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას, რაც ეწინააღმდეგება ქალკედონის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას – დიოფიზიტურ პოზიციას ქრისტეში ორი ბუნების შესახებ.
მონოფიზიტური მიმართულება 433 წელს ბიზანტიაში ჩამოყალიბდა და დანარჩენ ქრისტიანობას 451 წელს ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ გამოეყო. ერესიარქებად ითვლებიან დიოსკორე და ევტიქი. გამოჩენის დღიდანვე იგი დაიყო რამდენიმე შტოდ იაკობის, პეტროსის, სევეროზის, თეოდოსისა თუ გაიანეს მოძღვრებათა მიხედვით.
მონოფიზიტების საერთო პოზიცია ასეთია:
იესო ქრისტე წუთისოფელში მოვიდა ორი ბუნებით, მაგრამ განკაცების ანუ განსხეულების ჟამს საღმრთო ბუნებამ გამოუთქმელად და სასწაულებრივად შეირწყა კაცობრივი და ერთ ბუნებად გამოჩნდა; ღმრთეებამ შთანთქა კაცება და, ამდენად, ერთიანი ბუნება ჩასახლდა ქრისტეს გვამში და მოგვევლინა ერთი პიროვნებით, ერთი არსებით, ერთი ნებით. მაშასადამე, ქრისტეს სინკრეტული ბუნება აერთიანებს ღვთიურს და ადამიაურს, რომელთაგან მეორემ დაკარგა თვითმყოფადობა და მხოლოდ ლოგიკით თუ განირჩევა ღვთიურისაგან. აქედან მივდივართ დასკვნამდე, რომ მაცხოვარი, მოსული სოფლად, მხოლოდ ღმერთია. მისი ადამიანური სახე, ცხოვრება და ვნება - მოჩვენებითი, ილუზიური, არაარსებითი.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |