| | |
ზოგიერთ სახელმწიფოში დეპუტატთა ჯგუფის მიერ მთავრობისადმი ან ცალკეული მინისტრისადმი მიმართული მოთხოვნა, მისცენ განმარტება მათ მიერ გატარებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის თაობაზე ან რომელიმე კონკრეტულ საკითხზე.
მთავრობისადმი ან ცალკეული მინისტრისადმი განკუთვნილი პარლამენტის დეპუტატის შეკითხვის სპეციალური სახეობა, რომელზეც პასუხი შესაძლებელია განხილულ იქნეს პარლამენტში.
მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
სიტყვის შეწყვეტინება, საჩივარი სასამართლოს წინაშე შესაბამისი უფლების საფუძველზე პარლამენტის დეპუტატის ან დეპუტატთა ჯგუფის, ზოგჯერ კი სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მთავრობისაგან ან ცალკეული მინისტრისაგან ოფიციალური განმარტებების მოთხოვნა სამთავრობო პოლიტიკისა და პრაქტიკის ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ი. დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც ხალხის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, არა მარტო მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია, არამედ სისტემატურად აკონტროლონ მთავრობის პოლიტიკა და პრაქტიკული საქმიანობა. ი. შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმისა. ჩვეულებისამებრ, მისი პროცედურა მკვეთრად რეგლამენტირებულია. კანონი საქართველოს დეპუტატის სტატუსის შესახებ ითვალისწინებს ი-ს და განსაზღვრავს მის წესს.
(სადეპუტატო მოთხოვნა) კლასიკური საპარლამენტო სისტემის გამოხატულებაა ინფორმაციის მიღების პროცედურებითა და კონტროლის განხორციელებით. ინტერპელაცია მიმართულია რომელიმე სამხედრო მმართველისადმი და ითვალისწინებს იმის გარკვევას, თუ რა გააკეთა მისმა ქვემდებარე უწყებამ ან რა გაკეთდა ზოგადი პოლიტიკის სფეროში. (სამხედრო საქმე. რედ.) ინტერპელაციას ორი უმთავრესი მახასიათებელი აქვს: პირველი, განაპირობებს საერთო დებატებს და, მეორე, იწვევს პოლიტიკურ სანქციას. ინტერპელაცია ყველაზე ეფექტური პროცედურაა იმ თვალსაზრისით, რომ სამხედრო მმართველების გამოძახება ხდება პირდაპირი ანგარიშისათვის. ეს არ არის, უბრალოდ, ინფორმაციის მიღების მექანიზმი, რომელიც, ამასთანავე, კონტროლის პირდაპირი ფორმაა.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |