A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოტ მოუ მოქ მოხ

მორატორიუმი

  1. საგარეო ან საშინაო ვალდებულებების შესრულების შეჩერება. მ-ის ვადა განცხადებაში ან მითითებულია, ან არა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მ. უვადოდ ითვლება და ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს. გარდა ამისა, მ. შეიძლება ვრცელდებოდეს ვალდებულებათა მთელ ბლოკზე ან შეიძლება შემოიზღუდოს მხოლოდ ერთი რომელიმე პუნქტით. მ. ცხადდება როგორც საბანკო-ეკონომიკურ (ვთქვათ, საკრედიტო დაწესებულებების დახურვის სახით), ასევე სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში (ვთქვათ, ბირთვული იარაღის გამოცდაზე) და ა.შ.
    წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. ინგლ. moratorium
    გერმ. moratorium
    ლათ. moratorius შემაფერხებელი, შემანელებელი
    1.

    სახელმწიფო ვალის გადახდის გადავადება გარკვეული ვადით ან შესაბამისი პირობის დადგომამდე, რომელიც გაფორმებულია სახელმწიფო ხელისუფლების სპეციალური აქტით ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მიიღწევა (ორმხრივი ან მრავალმხრივი);

    2.

    სავალო გადახდის შეწყვეტა ვადის დათქმის გარეშე - ფაქტობრივი მორატორიუმი, ოფიციალურად გამოუცხადებელი (ჩვეულებრივ, ცალმხრივი);

    3.მოვალის ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ მას არ ძალუძს ვალების ან მათი ნაწილის გადახდა - განზრახ ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს გადაუხდელი დავალიანების დაფარვის პირობების გადასინჯვას;

    4.

    გარკვეული მოქმედების განხორციელების, ვალდებულების შესრულების გადავადება, შეჩერება, რომელიც ცხადდება მთავრობის მიერ გარკვეული ვადით ან რაიმე განსაკუთრებული მოვლენების დამთავრებამდე.

    წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9