რორშახის ტესტის პარალელური ტესტი. შედგება 10 შავ-თეთრი და ფერადლაქებიანი სურათებისგან და გამოიყენება იმ ავადმყოფთა განმეორებითი და საკონტროლო გამოკვლევებისათვის, რომელებიც ადრე იყვნენ გამოკვლეული რორშახის ტესტით. ანალოგიურია ფუხს-რორშახის ტესტისა. Behn-Eschenberg H., 1952
წყარო: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.