ბერძნ. hypo ქვევით, დაბლა და thermē სითბო ადამიანის სხეულის ტემპერატურის დაწევა ხელოვნურად; იწვევს გულის მოქმედების, სუნთქვის, ნივთიერებათა ცვლის და სხვ. დაქვეითებას; ორგანიზმს აახლოებს ცხოველთა «ზამთრის ძილის» მდგომარეობასთან; იყენებენ გულის ოპერაციებისა და ზოგი დაავადების მკურნალობის დროს.
წყარო: ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.- თბ. : განათლება, 1989.