A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აბა აბე აბზ აბი აბლ აბო აბრ აბს აბუ

აბსურდის თეატრი

ლათ. absurdus — უადგილო, უაზრო
ტერმინი, რომლითაც მონიშნულია მოვლენების ერთობლიობა – XX ს. 50-60-იანი წწ. მოდერნისტული თეატრი და დრამატურგია.
თავად ცნება „აბსურდი“ დამკვიდრებულია ეგზისტენციალისტების მიერ (ა. კამიუ, ჟ.პ. სარტრი). აბსურდის თეატრის ძირითადი პოსტულატია რეალობის შიდააზრის და მიზეზ-შედეგობრიობის უგულებელყოფა.
თავად ტერმინი წარმოიშვა ე. იონესკოს („ქაჩალი მომღერალი“, 1950) და ს. ბეკეტის („გოდოს მოლოდინში”, 1952) პიესების პარიზული პრემიერების შემდეგ. მათში უკვე მოცემული იყო აბსურდის თეატრის ძირითადი მახასიათებლები: ადამიანთა ურთიერთობების გროტესკულ-კომიკური დემონსტრაცია (მათ შორის ენობრივი კომუნიკაციის უსუსურობა), სიცრუე, როგორც სოციალური ყოფის ერთადერთი ალტერნატივა, უმწეობა გრანდიოზული და შეუცნობადი გარესამყაროს წინაშე, ცხოვრებრივი ფასეულობების ილუზორულობით გამოწვეული შოკის მეტაფორული ასახვა, ირაციონალური სისასტიკის და სიკვდილის გარდუვალობით გამოწვეული შიშის მიჩქმალვის ცდა გამრთობი და გამაბრუებელი საშუალებებით, მათ შორის, ცინიზმით.
აბსურდის თეატრის ავტორებად აგრეთვე შეიძლება ჩაითვალონ ჟ. ჟენე, ბ. ვიანა, ნაწილობრივ – ა. ადამოვი (საფრანგეთი), დ. ბუცცატი და ე’დერიკო (იტალია), ჰ. პინტერი და ნ. სიმპსონი (ინგლისი).
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9