A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

სა სგ სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
საა საბ საგ საე სათ საკ სალ სამ სან საპ საჟ სარ სას სატ საფ საქ საყ საჩ სახ საჯ

სათემო ორგანიზაცია

საქართველოში ტერმინი „თემი" ძირითადად ტერიტორიულ ერთეულთან ან ადგილობრივ საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან ასოცირდება. მაგალითად ხევსურული თემი და ა. შ.

დროთა განმავლობაში, „თემის“ მნიშვნელობა გაფართოვდა და საერთო ინტერესების, ღირებულებების მქონე ადამიანების ერთობად იქცა. მაგალითად შშმ პირთა ორგანიზაციები, პედაგოგთა ან მშობელთა ორგანიზაციები და ა.შ. ასეთი ორგანიზაციები ძირითადად თემის წევრთა უფლებების მიმართულებით მუშაობენ. ეს შეიძლება იყოს განათლება, სოციალური თუ ჯანდაცვის სფეროები.

თუმცა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც უფრო გავრცელებულია გეოგრაფიული ტიპის ერთობები. მათ წევრებს, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, ერთნაირი ინტერესი, პრობლემები, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ და სწორედ მათი მოგვარების მიზნით, ერთობლივად მუშაობენ.

ამ პრინციპით შექმნილი ერთობები მცირე ზომის ორგანიზაციებია, რომელთა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით არის რეგისტრირებული, ნაწილს კი, საინიციატივო ჯგუფის სახე აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი საქმიანობა მრავალფეროვანია და უკავშირდება ადგილებზე არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს, გარემოს დაცვას, ტრადიციულ რეწვას, ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას და ა.შ. (ვრცლად სათემო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ).

სადაც სათემო ორგანიზაციები მუშაობენ, მოსახლეობა სოციალურად აქტიურია და თემის წინაშე არსებული პრობლემების (ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.) წამოწევასა და მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9