A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეპა ეპი ეპო

ეპიზოდი

მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ქვეთემაა განვითარებული, აღწერილია მომხდარი ამბის ცალკეული შემთხვევა.

მთავარი თემის განვითარების მიზნით მხატვრული ნაწარმოები დაყოფილია ცალკეულ ნაწილებად და თითოეულ მათგანში განვითარებულია მთავარ იდეაზე დამოკიდებული ქვეთემები.

„პალიასტომის ტბის” ქვეთემებია:

1.ფოთის ეკონომიკური მნიშვნელობა გურული გლეხისათვის და პალიასტომის ტბა;

2.დავა ტყის შესახებ;

3.ფოთისაკენ ტივის დაცურება;

4. ივანეს და ნიკოს დაღუპვა;

თითოეული ზემოაღნიშნული ქვეთემათაგანი მოთხრობის თემატიკის აუცილებელი ელემენტია, რადგან მათი საშუალებით ჩვენთვის ცხადი ხდება ყველა ის მიზეზი, გარემო და პირობა, რაც იწვევს მამა–შვილის დაღუპვას.

მხატვრული ნაწარმოების გეგმა წარმოადგენს ქვეთემების დაწყობა– დალაგებას შესაფერისი თანმიმდევრობით. ზოგი ავტორი თვითონვე უკეთებს ქვესათაურებს თავის ნაწარმოებს და ზოგჯერ თვითონვე ჩამოთვლის ნაწარმოების ქვეთემებს სარჩევის სახით. მაგ. „ვეფხისტყაოსანი” 64 ნაწილად არის დაყოფილი.

„ბედი ქართლისა” ორი კარისაგან, ე.ი. ორი მთავარი ნაწილისაგან შედგება. მასში ორი მთავარი ეპიზოდია. პირველი გადმოგვცემს კრწანისის ბრძოლას, მეორე კი პოლიტიკური ორიენტაციის ძიებას მტრის შემოსევის შედეგად შექმნილ მდგომარეობაში.

ვაჟა – ფშაველას პოემა „ბახტრიონი” შემდეგი ეპიზოდებისაგან შედგება:

პირველ თავში ავტორი გვიხატავს ბუნების სურათს. მეორე თავიდან ვიგებთ, რომ ხატობის დღეს სანათა მარტო მისულა სალოცავთან, რათა აღასრულოს მამაკაცური მოვალეობა–ხატს შესწიროს საკლავი, რადგან მტრის შემოსევის მიზეზით მთელ სოფელში არც ერთი მამაკაცი აღარ დარჩენილა.

ამას მოსდევს ეპიზოდი, რომელშიც კვირია ატყობინებს სანათას, რომ იგი თუშებმა გამოგზავნეს ლაშქრის მოსაგროვებლად მტრის განდევნის მიზნით. შემდეგ ეპიზოდში აღწერილია ფშავ– ხევსურთა ერთობლივი ლაშქრობის სურათი. ლაშქარი ლაშარის ჯვრისაკენ მიემართება დასალოცად და რჩევის საკითხავად.

ლაშარის ჯვარი გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს ამხედრებულებს და თვითვე ჰპირდება წინამძღოლობას.

ამის შემდეგ აღწერილია ლაშქრის ღრეობა, კვირიას სიზმარი ვეშაპის დამარცხებისა და მასთან ბრძოლაში დაღუპვის შესახებ.

მას მოსდევს ლელას გამოჩენა ბანაკში და ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი. ლაშქრის უარი ლელას თან წაყვანაზე და კვირიასა და ლელას შეთანხმება მტრის ბანაკში შეპარვასა და თავისიანებისათვის ციხის კარის გაღების შესახებ.

მომდევნო ეპიზოდში საომრად მიმავალ ლაშქარს ეჩვენება, რომ თითქოს წინ მიუძღვის ლაშარის ჯვარი. შემდეგ ეპიზოდებში აღწერილია ფშავ–ხევსურთა ლაშქრის შეერთება თუშების ლაშქართან, ბახტრიონის აღება და ლაშქრობის გმირების ბედი.

იხ. აგრეთვე: ნოველა, პოემა, სცენა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9