შვედი ქიმიკოსის, დინამიტის გამომგონებლის ალფრედ ნობელის (1833-1896) ანდერძის შესაბამისად, შვედეთის მეცნიერებათა აკადემია 1901 წლიდან ყოველწლიურად გასცემს ნობელის პრემიას ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის და ლიტერატურის დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. ასევე ე. წ. „მშვიდობის ნობელის პრემიას“ მსოფლიოში მშვიდობის დაცვის და ხელშეწყობისათვის
წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.