1863 წ. შვეიცარიელმა კომერსანტმა ანრი დაუნასმა გადაწყვიტა შეექმნა ორგანიზაცია რომელიც დახმარებას გაუწევდა ბრძოლის ველზე დაჭრილებსა და ავადმყოფ ჯარისკაცებს. ამ ორგანიზაციის ემბლემად აირჩიეს წითელი – ბიზანტიელი პარასკევი, ჯვარი თეთრ ფონზე ემბლემა შვეიცარიისა და მისი დროშისადმი პატივისცემას გამოხატავდა. მისი შექმნის მიზანი იყო დაჭრილთა და სამედიცინო პერსონალის დაცვის უზრუნველყოფა ომის დროს. ამ ემბლემის ბოროტად გამოყენება წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს და უკარგავს ნდობას წითელ ჯვარს, თურქებმა ჯვარში რელიგიური სიმბოლო დაინახეს და შეცვალეს იგი ნახევარმთვარით. მალე წითელმა ჯვარმა გაავრცელა თავისი მოღვაწეობა წყალდიდობის, მიწისძვრის, ეპიდემიის და შიმშილის მსხვერპლთა დასახმარებლად მთელს მსოფლიოში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3