(1834-1920) – ქართველი საზოგადო მოღვაწე. პუბლიცისტი, პედაგოგი. 1855 წ. დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლება ვერ მიიღო. დაამთავრა აგრონომ. კურსები, 1883 წელს საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დასმარებით გახსნა წინამძღვრიანთკარს სასოფლო-სამეურნეო სკოლა. ხორეშანა გცერდწითელის ფსევდონიმით აქტიურად თანამშრომლობლობდა ჟურნალ-გაზეთებში. იბრძოდა ცარიზმის ბიუროკრატ. და კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ.წინამძღვრიშვილმა სკოლას გადასცა 55 ჰა სახნავ- სათესი მიწა და ტყე, 20 ათასი ლიტრის ტევადობის ღვინის სარდაფი საწnეხითა და ქვევრებით, შენობა კლასებისა და მუზეუმისათვის, სახლი მოსწავლეთათეის მოსწავლეთა საeრთო საცხოვრებელი, პურის საცხობი და სახელოსნოები სკოლას პქონდა საკუთარი სახელმძლვანელოები და მანქანა-იარაღები. სკოლას ფუძე დაულოცა ი. ჭავჭავაძემ რომლის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში ნაჩვენები იყო მეცნ. ცოდნის ძალა და ზოგადი პროფ. განათლების როლი საზ-ბის განვითარებაში, სკოლაში მოსწავლეებს ღებულობდნენ განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა. სწავლება 6 წლიანი იყო. ყველა საგანი ისწავლებოდა ქართულ ენაზე. სკოლის სასწ. მეურნეობაში ყველა სამუშაოს მოსწავლეები ასრულებდნენ. 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3