სახალხო ზეიმი, ღია ცის ქვეშ. თან ახლდა სახალხო კოსტუმირებული მსვლელობები, ცეკვები. ჩამოყალიბდა იტალიის ქალაქებში. გამორჩეულია ვენეციის კარნავალი. კარნავალები დიდი მარხვის წინ ყველიერის კვირაში ეწყობა, მაგრამ როგორც ჩანს წარმართული ტრადიციიდან იღებეს სათავეს. მსგავსებას იჩენს ბერიკაობასთან და იენობასთან
წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.