ცოცხალი ბუნების ევოლუციური განვითარების პირველი თეორია. ჩამოაყალიბა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ჟან ბატისტ ლამარკმა (1744-1829). ამ თეორიის თანახმად ცოცხალი სამყარო მუდმივ ცვლილებას განიცდის გარემო ფაქტორებისა და სრულყოფილებისათვის მუდმივი შინაგანი სწრაფვის გამო
წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.