გურტი; გოთურ არქიტექტურაში - კამარის შიდა ზედაპირის დამანაწევრებელი პროფილირებული ზოლი, წიბო. ნერვიურებს სახურავის დაწოლის სიმძიმე გადააქვთ საძირკველზე. ნერვიურების სისტემა ქმნის კარკასს, რომელიც აადვილებს ბევრად მტკიცე თაღის აგებას. ნერვიურების გამოგონებამ დასავლეთ ევროპელ ხუროთმოძღვრებს საშუალება მისცა აეგოთ გრანდიოზული, მანამდე არარსებული სიმაღლის ტაძრები
წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.