ციხე-სიმაგრეთა კომპლექსით (კოშკები, გალავნები, მიწაყრილები) შემოსაზღვრული ქალაქი. ფეოდალურ ეპოქაში ყოველი ქალაქი ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. ქართულ სინამდვილეში ყველაზე უკეთ წარმოდგენილ ციხექალაქად სიღნაღი გვევლინება
წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.