ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბაზ ბათ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბატ

ბაზილიკა

ბერძნ.
ძვ, საბერძნეთში მეფეთა (ბაზილევსთა) ადგილსამყოფერლი. წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის გეგმარების მქონე, როგორც წესი უგუმბათო ნაგებობა. მისი ინტერიერი სვეტების რიგებით სიგრძივად დაყოფილია სამ ან ხუთ ნაწილად(ნავად). ცენტრალური ნავი გვერდით ნავებთან შედარებით მაღალი და ფართოა. ძველ რომში ბაზილიკაში განთავსებული იყო სასამართლო, სავაჭრო, ადმინისტრაციული დაწესებულებები. ქრისტიანობის გავრცელებისა და ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდგომ, ბაზილიკა საეკლესიო ტაძრების გავრცელებულ სახეობად იქცა, განსაკუთრებით დასავლურ ეკლესიაში. ერთ-ერთი პირველი და გრანდიოზული ქრისტიანული ბაზილიკა გახლავთ რომში ლატერანის ბორცვზე კონსტანტინე იმპერატორის მიერ აგებული წმ. იოანეს ტაძარი. ყველაზე უდიდესი ბაზილიკაა ვატიკანის ბორცვზე აგებული წმ.პეტრეს ტაძარი. საქართველოში ყველაზე ცნობილი ბაზილიკებია ბოლნისის სიონი და ანჩისხატი
წყარო: მსოფლიო კულტურა და ხელოვნება : სასკოლო ლექსიკონი / შემდგ. ნუგზარ ბარდაველიძე ; რედ. ლალი მარგველაშვილი. - თბ. : სულხან-საბას საგანმანათლებლო საზ-ბა, 2011 (შპს "გაზეთი საქართველოს მაცნეს" სტ.). - 120 გვ. ; 24 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ.120.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9