ერთგვარ წევრებთან ხშირად იხმარება მათი გამაერთიანებელი (განმაზოგადებელი) სიტყვაც, რომელიც უსწრებს ერთგვარ წევრებს ან მოსდევს მათ.
თუ ჯერ გამაერთიანებელი სიტყვაა და შემდეგ ერთგვარი წევრები, ერთგვარ წევრთა წინ ორწერტილი იწერება.
მაგალითები:
ყველაფერი მდუმარებს: ხე, ქვა, ტყე, მთა და მინდორი.
წყალში ყველაფერი გამოჩნდება: ხარი, ძროხა, ცხენი.
თუ ჯერ ერთგვარი წევრებია და შემდეგ მათი გამაერთიანებელი სიტყვა, ერთგვარი წევრების შემდეგ ტირე იწერება.
მაგალითები:
ხვნა, თესვა, თოხნა, მკა - ყველაფერი შეისწავლა პატარა აკაკიმ.
კაცი, მხეცი, ჩიტები - ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა.
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ
ზმნა