A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V X Y Z
Ç Ö Ü Ş Ə
Ά Έ Ή Ό Α Β Γ Δ Ε Ζ Η Θ Ι Κ Λ Μ Ν Ξ Ο Π Ρ Σ Τ Υ Φ Χ Ψ Ω
Ё І Ї А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ Հ Ձ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ Ց Փ Ք Օ Ֆ
მა მე მი მძ
მიმ

მიმართვა და სასვენი ნიშნები მიმართვასთან

 
წოდებით ბრუნვაში დასმულ სახელს მიმართვა ჰქვია.

მაგალითები:

მეგობრებო, წინ, წინ, გასწით!
თქვენ იცით, ჩემო პატარა მკითხველებო, კოშკი რა არის?
პირველ მაგალითში მიმართვა გაუვრცობელია, მეორეში - გავრცობილი.

ადამიანის საკუთარი სახელი მიმართვისას ფუძის სახით იხმარება.

მაგალითები:

- ლუარსაბ! - დაუძახა ძმას დავითმა.
- მშვიდობით, ჩემო გაბრიელ!
- შენ კარგად იცნობ, სოლომონ, ჩემს გულს.

ადამიანის საკუთარ სახელს მიმართვისას ხშირად არასწორად ხმარობენ. მაგ.: გაიგონებთ: გურამი, მოდი აქ! ნოდარი, სად ხარ? მიმართვისას უნდა: გურამ! ნოდარ! ვახტანგ! (და არა: გურამი! ნოდარი! ვახტანგი! და ა.შ.).

მიმართვასთან იხმარება მძიმე ან ძახილის ნიშანი.
ცალკე მდგომი მიმართვის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება.

- ლუარსაბ! - დაუძახა ქმარს დარეჯანმა.
- გაბრიელ! - მომაძახა მე იმან.

თუ მიმართვა წინადადების თავშია და ძლიერი გრძნობით და დიდი შესვენებით (პაუზით) არის წარმოთქმული, მის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება, ხოლო სხვა შემთხვევაში მძიმე დაისმის.
- ძმობილო, კარი გააღე!
- დიდებულო მეფევ! მე არ ვარ მეომარი და სისხლის მღვრელი.
- ჩემო პატარა მკითხველებო, მე მინდა გიამბოთ ჩემი თავგადასავალი.
თუ მიმართვა წინადადების შიგნითაა, მძიმეებით გამოიყოფა.

ახლა, მეგობრებო, მაღლა ავფრინდეთ!
დღეს თქვენ, ძვირფასო მთისკაცო, პირველად ეწვიეთ ჩვენს მხარეს.

თუ მიმართვა წინადადების ბოლოშია, მის წინ მძიმე დაისმის, შემდეგ კი ის სასვენი ნიშანი იწერება, რომელიც წინადადებას შეეფერება.

- წვიმს? - წვიმს, ბატონო.
- რა გითხრა, ადამიანო?
- გამიშვი, ადამიანო!
რატომ არ მღერით, მთებო?!
იხ. აგრეთვე: გრამატიკა
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ მიმართვა და სასვენი ნიშნები მიმართვასთან
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9