A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V X Y Z
Ç Ö Ü Ş Ə
Ά Έ Ή Ό Α Β Γ Δ Ε Ζ Η Θ Ι Κ Λ Μ Ν Ξ Ο Π Ρ Σ Τ Υ Φ Χ Ψ Ω
Ё І Ї А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ Հ Ձ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ Ց Փ Ք Օ Ֆ
რთ
რთუ

რთული წინადადების შედგენილობა

 
მარტივსა და შერწყმულ წინადადებებს ხშირად ცალ-ცალკე ვამბობთ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მაგ.: ცა მოიწმინდა. მზის შუქმა იქაურობა გაანათა. აქ ორი დამოუკიდებელი მარტივი წინადადებაა. თითოეული მათგან გარკვეულ დამთავრებულ აზრს გამოხატავს. ეს ორი წინადადება შეიძლება გადავაბათ ერთმანეთს და მივიღოთ რთული წინადადება. მაგ.: ცა მოიწმინდა და მზის შუქმა იქაურობა გაანათა.

ახლა ავიღოთ ასეთი წინადადებები: ჩვენს ტყეებში, ჭალებში, ვენახებში, ბაღებსა და ეზოებში ხშირად გვხვდება პატარა ჩიტუნია. ამ ჩიტუნიას სილამაზის გამო „ჩიტბატონას“ უწოდებენ. აქაც ორი დამოუკიდებელი წინადადებაა, რომელთაგანაც პირველი შერწყმულია, მეორე - მარტივი. შეიძლება ეს ორი წინადადებაც გადავაბათ ერთმანეთს და მივიღოთ რთული წინადადება. მაგ.: ჩვენს ტყეებში, ჭალებში, ვენახებში, ბაღებსა და ეზოებში ხშირად გვხვდება პატარა ჩიტუნია, რომელსაც სილამაზის გამო „ჩიტბატონას“ უწოდებენ.

რთულ წინადადებაში შეიძლება იყოს ორზე მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადება.

მაშასადამე,

რთულია წინადადება, რომელიც შედგება ორი ან მეტი მარტივი თუ შერწყმული წინადადებისაგან.
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ რთული წინადადების შედგენილობა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9