A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V X Y Z
Ç Ö Ü Ş Ə
Ά Έ Ή Ό Α Β Γ Δ Ε Ζ Η Θ Ι Κ Λ Μ Ν Ξ Ο Π Ρ Σ Τ Υ Φ Χ Ψ Ω
Ё І Ї А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ Հ Ձ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ Ց Փ Ք Օ Ֆ
კა კი
კავ კამ

კავშირიანი და უკავშირო რთული წინადადება

რთულში შემავალ წინადადებათა შეერთება კავშირიანია ან უკავშირო.

ქარი ჩავარდა და განთიადთან ერთად ნისლი გაქრა.
მგლები ღმუიან, მელები ჩხავიან.

პირველ წინადადებაში მარტივ წინადადებებს და კავშირი აერთებს, მეორეში კი შეერთება უკავშიროა.

როცა რთულ წინადადებაში ორზე მეტი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადებაა, შეერთება შეიძლება იყოს კავშირიანიც და უკავშიროც. მაგ.: აბიბინდა მდელო, ათამაშდნენ ვარსკვლავები და იქვე ახლოს ასკილზე ჩაიჭიკჭიკა ბულბულმა.

ეს რთული წინადადება სამი მარტივი წინადადებისაგან შედგება, რომელთაგანაც პირველი ორი უკავშიროდ არის შეერთებული, მეორე და მესამე - და კავშირით.

რთული წინადადებების ნაწილების შესაერთებლად გამოყენებულია სიტყვები: და, თუ, მაგრამ, ხოლო, რომ, რათა, როცა (როდესაც), რადგანაც, ვინც, რაც, რომელიც, სადაც, საითკენაც.

უკავშირო რთულ წინადადებაშინ ყოველი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადება მომდევნო წინადადებისაგან ჩვეულებრივ მძიმით გამოიყოფა.
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ კავშირიანი და უკავშირო რთული წინადადება
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9