A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V X Y Z
Ç Ö Ü Ş Ə
Ά Έ Ή Ό Α Β Γ Δ Ε Ζ Η Θ Ι Κ Λ Μ Ν Ξ Ο Π Ρ Σ Τ Υ Φ Χ Ψ Ω
Ё І Ї А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ Հ Ձ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ Ց Փ Ք Օ Ֆ
გა გრ
გან გარ

განსაზღვრება

განსაზღვრება ჰქვია წინადადების წევრს, რომელიც ახასიათებს საგანს რაიმე ნიშნის მიხედვით.

განსაზღვრება გადმოიცემა ზედსართავი სახელით, არსებითი სახელით, რიცხვითი სახელით, ნაცვალსახელით

 

განსაზღვრების კითხვებია: როგორი? რომელი? რამდენი? ვისი? რისა? სადაური? როდინდელი?

მაგალითები კითხვების მიხედვით:

როგორი? - გრილი ნიავი ქროდა.
რომელი? - პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო.
რამდენი? - ბაღში ბევრი ხეხილი იდგა.
ვისი? - მხედარმა თავისი ბედაური შეაყენა.
რის? - ცხვარი მთის კალთებზე შეფენილიყო.
სადაური? - ზანტად მიდიოდნენ ქიზიყური კამეჩები.
როდინდელი? - შარშანდელი წელიწადი ჩვენთვის ფრიად ღირსსახსოვარია.

სავარჯიშო 1. გამოარკვიეთ, როგორი სიტყვით არის გადმოცემული განსაზღვრება, რომელ საგანს ახლავს და რომელ კითხვაზე მიუგებს.


1. პატარა გუგულები თანდათან მოიზარდნენ.

2. ორი ირემი ძოვდა მაღალი ბალახით შემოსილ მინდორზე.

3. ხმელი წიფელი ამოიკვნესებს ღრმა კვნესით.

4. დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსაო.
5. წვიმის წვეთები მძიმედ დაეცა სახურავზე.
იხ. აგრეთვე: გრამატიკა
წყარო: მე პატარა ქართველი ვარ განსაზღვრება/strong>
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9