A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V X Y Z
Ç Ö Ü Ş Ə
Ά Έ Ή Ό Α Β Γ Δ Ε Ζ Η Θ Ι Κ Λ Μ Ν Ξ Ο Π Ρ Σ Τ Υ Φ Χ Ψ Ω
Ё І Ї А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ Հ Ձ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ Ց Փ Ք Օ Ֆ
უს
უსუ

უსუნო ყვავილი

მინდორში გაშლილიყო მშვენიერი უსუნო ყვავილი. ყმაწვილს ძალიან მოეწონა, მოგლიჯა და თავის ვარდის კონაში ჩაარჭო. პატარა ხანს უკან ისევ ამოაძრო კონიდან, უსუნა და იგრძნო, რომ იმ უბრალო ყვავილს ვარდის საამური სუნი მისცემოდა.

ყმაწვილი დაფიქრდა და თქვა: – ჰო, ახლა კი კარგად მივხვდი, რად მერჩევს დედაჩემი კარგ ამხანაგებში ყოფნასო.

აუდიო

წყარო: საგანძური გოგებაშვილი, იაკობ, 1840-1912. თბილისი : განათლება საგანძური გოგებაშვილი, იაკობ, 1840-1912. თბილისი : განათლება, 1986., 1986.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9