სრულია წინადადება, თუ გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი.
უსრულია წინადადება, თუ გამოტოვებულად არ იგულისხმება ერთი ან რამდენიმე წევრი, რომელთა აღდგენაც ადვილად შეიძლება აზრის მიხედვით.
- სრული წინადადების მაგალითები:
- ხავერდივით მწვანე ბალახს აბიბინებს სიო ნაზად.
- წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა.
- ამ მაგალითებში გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი, ე.ი. ორივე წინადადება სრულია.
- - ქართველები იარაღს როგორ ხმარობენ?
- - ძალიან კარგად.
- პირველი წინადადება სრულია, მეორე - უსრული: გამოტოვებულია სამი წევრი. სრულად იქნება: ქართველები იარაღს ძალიან კარგად ხმარობენ.