A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V X Y Z
Ç Ö Ü Ş Ə
Ά Έ Ή Ό Α Β Γ Δ Ε Ζ Η Θ Ι Κ Λ Μ Ν Ξ Ο Π Ρ Σ Τ Υ Φ Χ Ψ Ω
Ё І Ї А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Э Ю Я
Ա Բ Գ Դ Ե Զ Է Ը Թ Ժ Ի Լ Խ Ծ Կ Հ Ձ Ճ Մ Յ Ն Շ Ո Չ Պ Ջ Ռ Ս Վ Տ Ց Փ Ք Օ Ֆ
შე შო
შემ შერ

შემასმენლის რიცხვი რამდენიმე ერთგვარ ქვემდებარესთან

სულიერ საგანთა სახელებით გადმოცემულ რამდენიმე ერთგვარ ქვემდებარესთან შემასმენელი ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში დგას.

მაგალითები:

არჩილი და კეშო შებრუნდნენ ოთახში.
რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ.
ყვავი და ყორანი დიდ ხევში ისხდნენ.

უსულო საგანთა სახელებით გადმოცემულ რამდენიმე ერთგვარ ქვემდებარესთან შემასმენელი ჩვეულებრივ მხოლობით რიცხვში დგას (თუ სულიერ საგანთა თვისება არა აქვთ მათ მიწერილი).

მაგალითები:

ტყე, მინდორი და ველი ბიბინებდა.
ქარი და თოვლჭყაპი თანდათან მატულობდა.
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი.

როცა ერთგვარ ქვემდებარეებს სიმრავლის გამომხატველი სიტყვა ახლავს, ქვემდებარეებიც მხოლობითს რიცხვში დაისმის და შემასმენელიც.

მაგალითები:
იქ ბევრი მსუქანი ბატი და ინდაური დაგოგავს.
ბაღიდან რამდენიმე კაცი და ქალი გამორბოდა.
იხ. აგრეთვე: გრამატიკა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9