ტა ტი ტო ტრ ტუ ტყ
ტაბ ტაე ტაზ ტარ ტატ ტაც ტაჯ

ტაეპის განმარტებები

0.დავითიანი. ამ წიგნთა გამლექსავის გვარისა და სახელის გამოცხადება
1. (ბ) ხილად ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა – ნორჩის მგვანადო;
(გ) ცხოვრების წყაროს ვუხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო,
(დ) ამად ვსთქვი ჯვარზედ ვნებული, ცრემლნი იდინოთ ღვარადო. - ტაეპთა აზრია: ჩემი ნაშრომის ნაყოფად (ხილად) მიმაჩნია ის, რომ მკითხველის გონებას წავიყვან ქრისტესკენ, რომელიც ნუგეშის მომცემია, როგორც ნორჩი რტო, რადგან იგი ჩვენი ცხოვრების (ცხონების, საუკუნო უკვდავების) წყაროა. ქრისტეს სიყვარულისა და მისი მოძღვრების გზა ჩვენი გულებისაკენ და გონებისაკენ არის ის, რომ იგი ევნო, რათა ჩვენი სულებისათვის უკვდავება მიენიჭებინა. უკან

2. (ა) ვენახის ღვინო დაძვირდა, ქართლს დაემტერა რა ჭარი,
(ბ) ვიმცვრივე ჭალას ბაბილო ნაქაჯი და ნაჭაჭარი;
(გ) მოსახსენებლად ჩემდა ყრმათ ვუმზადე ტკბილი მაჭარი,
(დ) ავს სარგებელსა არა იქს ამ უსასყიდლოს ვაჭარი. - სტროფის აზრი ალეგორიულია: ქართლს რომ შემოუტია ჭარმა (ლეკების დიდმა დასახლებამ აღმოსავლეთ კახეთში, დღევანდელ საინგილოში, რომელიც შეიქმნა შაჰ აბასის შემოსევების შემდეგ და საქართველოზე ლეკთა შემოსევების საყრდენი გახდა), ამ განსაცდელის შედეგად ძნელი საშოვარი გახდა სწავლა პროფესიულ დონეზე და, შესაბამისად, სრული მორალური ცოდნა („ვენახის ღვინო“ მისი ალეგორიული აღმნიშვნელია). მე, ავტორი, ჩემი მცირე გამოცდილებით რაც მოვიპოვე მხოლოდ არასრულყოფილი ცოდნა (ამას გამოხატავს მეტაფორა „ჭალის ბაბილოსი“), მას, ჩემი ჭკუით გადამუშავებულს, მოგართმევთ თქვენ, მოზარდებო, როგორც ტკბილ მაჭარს, რათა კეთილად მომიხსენიოთ. ვინც ამ უფასოდ მოცემულ ცოდნას მოიხმარს, ამით კარგ მოგებას ნახავს. უკან

5. (გ) ეგრეთვე შოთა რუსთველსა – ეს ჩემი ლექსთ მიხდომანი,
(დ) ცუდად მომიხდა გვაჯითა ბაძით უმზგავსო ნდომანი. - აზრია: შოთას გავეჯიბრე, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიე. უკან

16.(ა) მამაო, თავსა მფარავი დაგედგა კარგი კარავი,
(ბ) განიარი და მაღალი, ხელთაგან მიუკარავი,
(გ) შიგ ვიყავ, სადღაც გამაგდე, პაღური ამამკარ ავი,
(დ) მით ცრემლი ჩემი ზღვად გახდა თვალთაგან ნაწანწკარავი! - სტროფის აზრია: ღმერთო, გამაბედნიერე იმით, რომ სიცოცხლე მომეცი. რატომ მართმევ? უკვდავი, მოკვდავობით დამსაჯე. აგრეთვე: ღმერთო, ადამიანები სამოთხეში ვიყავით და უკვდავნი ვიყავით. რატომ დაგვსაჯე „პირველი ცოდვისთვის“ ასე მკაცრად? უკან

17. (გ) აქ საკვდავად რად მოგყვანდი, თუ მუნ ცოცხალს წამიყვანდი? - როგორც ჩანს, იგულისხმება: რატომ მომიყვანე ამ ქვეყნად, რათა სიკვდილი მაგემო, თუკი იქ, იმ ქვეყნად საუკუნო ცხოვრება მელის? (ამ საყვედურით ავტორი მიჰმართავს საწუთროს, მაგრამ არა ღმერთს). უკან

ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9