ინგლ. Assertive behaviour ნიშნავს ადამიანის განცდების, გრძნობების, იდეების იმ ფორმით გამოხატვას, რომელიც არ არღვევს სხვა ადამიანების უფლებებს. ამდაგვარი ქცევა როგორც წესი, არის გულწრფელი, მშვიდი და პირდაპირი. ასერტული ადამიანები დარწმუნებულები არიან თავის არჩევანში და შეუძლიათ თავისი მოსაზრებების დასაბუთება აგრესიის გარეშე.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019