პროცესი, როდესაც ახალი კოგნიტური ელემენტები იზიდავს ძველ კოგნიტურ ელემენტებს, ემსგავსება ან ახდენს მათ მოდიფიცირებას ან პირიქით, ძველი ელემენტები იზიდავს და იმსგავსებს ახალს. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი ან ადამიანები იღებენ ჯგუფის ფსიქოლოგიურ ნიშან-თვისებებს. მაგალითად: ემიგრანტების ასიმილაცია (მსგავსება) ხდება იმ ქვეყნის კულტურის მიმართ, სადაც ისინი გადადიან საცხოვრებლად.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019