აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
ასე ასი ასო ასფ

ასოციაციის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების უფლება

ინგლ. Freedom of Association and to Freedom of Peaceful Assembly
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-15 მუხლი ითვალისწინებს ბავშვის ასოციაციის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების უფლებას. ამ უფლების განხორციელების მიმართ არ შეიძლება რაიმე შეზღუდვების გამოყენება, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც გამოიყენება კანონის შესაბამისად და რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, მოსახლეობის ზნეობის და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9