ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული ხუთვის მდგომარეობა. მკვლევართა ნაწილის აზრით, ფსიქოპათის ნერვული სისტემის ზოგიერთი მონაკვეთი არ არის სათანადოდ განვითარებული, რის გამოც ისინი ვერ ამყარებენ კავშირს დანაშაულებრივ ქცევასა და სასჯელს შორის ანუ ვერ ხვდებიან, რომ ის დასჯადია და თავს დამნაშავედ არასდროს თვლიან და არ გააჩნიათ სინდისის ქენჯნა. მათი ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ჩვილის ასფიქსიურ მდგომარეობაში დაბადება.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019